Check in Georgia

ფესტივალი „საჩუქარი”

18.10.2018
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი” 18 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე გაიმართება
თბილისი,Georgia
Buy ticket

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი” 18 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე გაიმართება. 

ერთი თვის განმავლობაში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს მსოფლიო სახელოვნებო შედევრებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

2018 წლის პროგრამა ოფიციალურად გაიხსნება „ნორვეგიული კულტურის ფოკუსის“ პრეზენტაციით. ქართულ თეატრალურ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ნორვეგიული პანტომიმის თეატრის, დიმიტრი კრიმოვის ლაბორტორიის, სარდინიის სახელმწიფო თეატრის, თეატრალური დასი „ზამთრის სტუმრების“ დადგმები.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 1997 წელს დაფუძნდა საქართველოში, ქართული სახელმწიფოს, საერთაშორისო დირექტორატის საბჭოსა და რეჟისორ ქეთი დოლიძის მიერ. იგი პირველი საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალია, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ  რომელიც ყოველწლიურად იმართება.

view event on facebook