Check in Georgia

ჭაჭის ფესტივალი

03.11.2018
3 ნოემბერს ქალაქ თელავში დაფუძნდება და პირველად გაიმართება ყოველწლიური „ჭაჭის ფესტივალი“
კახეთი,Georgia

ჭაჭის ფესტივალი მოიცავს მცირე თეატრალიზებული წარმოდგენებს, რომელიც გააცოცხლებს XVIII საუკუნის კახეთს, მის ეთნოგრაფიას, ტრადიციას და რიტუალებს. კონკრეტულად კი კახელი გლეხების ურთიერთდამოკიდებულებას, კახეთის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული გლეხების მიერ ჭაჭის გამოხდის  პროცესს;

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები; გაიმართება დიდი კახური „ზაოდობა“, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება თითოეულ ტურისტს სურვილისამებრ. ჭაჭის გამოხდასთან ერთად გაიმართება კახური სამზარეულოს კერძების დამზადება; 

გაიმართება კახური ბაზრი, თავისი კოლორიტული  თავისებურებებით - XVIII საუკუნის კახეთისთვის დამახასიათებელი ეპოქალური ნივთებით, ინვენტარით, კოსტიუმებით, ჭურჭლით და რეკვიზიტით. 

მთელი დღის მანძილზე ფესტივალის მიმდინარეობას დაამშვენებენ კახური ფოლკლორული ჯგუფები ტრადიციული კახური მრავალხმიანი სიმღერებით და კაფიებით. ამ ფორმატში გაცოცხელბული კახეთი ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ უცხოელი სტუმრებისა და ტურისტებისთვის, არამედ საქართველოს მოქალაქებისთვისაც.

address

თელავი