Check in Georgia

მერაბ სეფაშვილი და მეგობრები

14.10.2018
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში Check In Georgia-ს ფარგლებში და ქ.თბილისის მერიის ხელშეწყობით გაიმართება მერაბ სეფაშვილის საიუბილეო კონცერტი მუსიკალური ბენდის თანხლებით დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით.
თბილისი,Georgia

2018 წლის 14 ოქტომბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში “ჩეკინ ჯორჯიას” ფარგლებში და ქ.თბილისის მერიის ხელშეწყობით გაიმართება ყველასათვის საყვარელი მომღერლის მერაბ სეფაშვილის საიუბილეო კონცერტი მუსიკალური ბენდის თანხლებით დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით. სპეციალური სტუმარი თბილისის ბიჭუნათა კაპელა და ახალგაზრდული გუნდი, ხელმძღვანელი გელა ფარჩუკიძე. შემოქმედების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი, ქართველი მსმენელისთვის კიდევ ერთი თბილი და ლამაზი საღამო იქნება. მომღერლის საკონცერტო რეპერტუარში ყველასათვის კარგად ნაცნობი საყვარელი ჰიტები და ბევრი მუსიკალური სიუპრიზი.

address

პეტრე მელიქიშვილის ქუჩა № 1, თბილისი 0179