Check in Georgia

გიორგი მიქაძის VOISA

04.08.2018
4 აგვისტოს, Check In Georgia-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენა“ წარმოგიდგენთ აშშ-ში მოღვაწე ბრწყინვალე ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, გიორგი მიქაძის პროექტს „ვოისა“. კონცერტი ეძღვნება საქართველოს დამოკიდებლობის 100 წლის იუბილეს.
გურია,Georgia
Buy ticket
VOISA არის უნიკალური პროექტი, რომლითაც საქართველო მსოფლიომ გაიცნო.
ის ქართულ ფოლკლორსა და თანამედროვე მუსიკალურ მიმართულებებს საინტერესოდ აერთიანებს და ერთნაირად არის მიმზიდველი როგორც ქართველი, ისე უცხოელი მსმენელისთვის.

მისი პრეზენტაცია 2016 წელს ნიუ იორკში, პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში Shape Shifter Lab შედგა, 2017 წლის 14 ივნისს კი ფართო საზოგადოებას პეკინის საკონცერტო დარბაზში წარუდგინეს.
 
კავკასიის რეგიონის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის, „ბლექ სი არენას“ სცენაზე წარდგებიან პროექტის ავტორი, გიორგი მიქაძეანსამბლი „ბასიანი“ და All-Star Band-ი რეიდარ ელისის, ანტუან კატსის, შაჰარ ელნათანის, ზაკ მალინსის, ფერნანდო საჩის, დიტო საკანდელიძის და რონი ეითანის შემადგენლობით. პროექტის ნოვატორული დადგმა ხორციელდება ბასა ფოცხიშვილის რეჟისურით.

 

view event on facebook

address

ბლექ სი არენა