Check in Georgia

ფოლკლორის დღეები

29.07.2018
29 ივლისიდან 26 აგვისტომდე, ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან ფესტივალი "ფოლკლორის დღეები" გაიმართება.
აჭარა,Georgia

Check in Georgia-ს ფარგლებში, ზღვისპირა ქალაქი ფესტივალ ”ფოლკლორის დღეებს“ უმასპინძლებს. 29 ივლისიდან 26 აგვისტომდე, ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან გაიმართება 24 კონცერტი გაიმართება, რომელშიც 45 ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. ”ფოლკლორის დღეები” საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება.

უნიკალური ქართული ფოლკლორი უცხოელი სტუმრების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ფესტივალის მიზანია ქალაქ ბათუმში ჩასულ სტუმრებს მიეცეთ ქართული ხალხური შემოქმედების გაცნობის საშუალება. 

address

ბათუმის ბულვარი, ანბანის კოშკი

Mail

info@folk.gov.ge

Organizer

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

Website

www.folk.gov.ge