Check in Georgia

ერისიონი - ,,ქართული საგანძური“

17.05.2018
კონცერტზე ანსამბლი ,,ერისიონი“ წარმოადგენს შოუს ,,ქართული საგანძური“, რომელზეც მაყურებელი ნახავს და მოისმენს ქართულ ხალხურ შემოქმედებას.
გურია,Georgia

კონცერტზე ანსამბლი ,,ერისიონის“ მიერ შესრულებული იქნება საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი ხალხური სიმღერები და ცეკვები. ქართული ხალხური სიმღერა არის მრავალხმიანი ფენომენი, რომლის მსგავსი მსოფლიოში არა არსებობს. განსაკუთრებით საყურადღებოა გურული შემოქმედება, რომელიც ხშირად 5 ხმიანია. ცეკვები კი ასახავს ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელ მოძრაობებს და  ილეთებს. ეს ყველაფერი კი გაერთიანებულია ულამაზეს ნახაზებში.  ჩვენი ანსამბლის მთავარი მიზანი და დანიშნულებაა , რომ სიმღერები და ცეკვები წარმოადგინოს გაერთიანებული სახით სხვადასხვა ფერხულების და ზეიმების სახით, რასაც აკეთებს შესანიშნავად. კონცერტში გამოყენებულია თანამედროვე გახმოვანება და განათება რაც ქმნის ულამაზეს სანახაობას.

schedule

17 მაისი

კონცერტი ჩოხატაურში

ქ. ჩოხატაური, ნოდარ დუმბაძის ქ. #14, ხელოვნების სასახლე

18 მაისი

კონცერტი ქუთაისში

ქ. ქუთაისი, გელათის ქ #1, ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრი

09 ივნისი

კონცერტი ხობში

ქ. ხობი, ცოტნე დადიანის #187, კულტურის ცენტრი

10 ივნისი

კონცერტი ბათუმში

ქ. ბათუმი, ხელოვნების ცენტრი

30 ივნისი

კონცერტი ლაგოდეხში

ქ. ლაგოდეხი, ,,რანი“-ს სტადიონი

15 სექტემბერი

კონცერტი მარნეულში

მარნეული, კულტურის სახლი

16 სექტემბერი

კონცერტი გარდაბანში

ქ. გარდაბანი, კულტურის ცენტრი.

Mail

erisionigt@gmail.com

Organizer

Check In Georgia

Website

erisioni.ge